საქართველოს სპორტული ჟურნალისტები გურამ კაშიას მხარდაჭერას უცხადებენ

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა დიდი ჯგუფი, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრსა და ჰოლანდიური "ვიტესის" კაპიტანს, გურამ კაშიას სოლიდარობას უცხადებს და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. 

"გვინდა გამოვეხმაუროთ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელისა და არნემის „ვიტესის“ კაპიტნის – გურამ კაშიას ირგვლივ ატეხილ არასასიამოვნო აჟიოტაჟს, რომელიც ფეხბურთელის დისკრედიტაციისკენაა მიმართული და ის ღია აგრესიის ადრესატი გახდა.
ჩვენი არაერთი მცდელობის მიუხედავად, არ მოხერხდა სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის სახელით ერთიანი განცხადების შემუშავება და გავრცელება. ამიტომ, ამ განცხადებას ხელს მხოლოდ სპორტულ ჟურნალისტთა ერთი ჯგუფი აწერს. ყველა ის ჟურნალისტი, რომელიც განცხადების შინაარსს გაიზიარებს, ხელმომწერთა სიას დაემატება. 

უეფა გამორჩეულია ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლით და საფეხბურთო სამყაროში ყველაზე ცნობილი ლოზუნგები, სწორედ, ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოს უკავშირდება – ფეხბურთი რასიზმის წინააღმდეგ! პატივისცემა! 

ვფიქრობთ, ფეხბურთს აქვს ის არაჩვეულებრივი უნარი და ძალა, რომ საზოგადოება ძალადობის წინააღმდეგ გააერთიანოს. სასიამოვნოა, რომ ჩვენი საფეხბურთო ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები გმობენ ძალადობას მოედანზეც და ცხოვრებაშიც. სწორედ, ამის დასტურია გურამ კაშიას საქციელი. 

სამწუხაროდ, ქართული საზოგადოების ნაწილმა კაშიას მიერ ძალადობის წინააღმდეგ აქციაში მონაწილეობა არაერთგვაროვნად აღიქვა, რაც შეიძლება ამ საკითხის შესახებ არაინფორმირებულობას დავაბრალოთ. სოციალურ ქსელებში გურამ კაშიას საწინააღმდეგო კამპანია აგორდა, რომელიც სრულიად სცდება ყოველგვარ მორალურ ჩარჩოებს.
სამწუხაროდ, შესცოდა მედიამაც. ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა გურამ კაშიასთან დაკავშირებული რამდენიმე არასწორი ინფორმაცია. 

მედიას საკუთარი წვლილი შეაქვს ყოველივე იმის წარმოჩენაში, რასაც საზოგადოება მისაღებად, ანდა სულაც – უპატიებლად მიიჩნევს. 

ამიტომ, მოვუწოდებთ ყველა მედიასაშუალებას, განსაკუთრებული სიფრთხილით მოვეკიდოთ ამ თემის გაშუქებას, მაქსიმალურად შევიკავოთ თავი სიძულვილის ენის ტირაჟირებისგან; უნებლიედ არ გავხდეთ კონფლიქტის გაღრმავების მაპროვოცირებლები. 

სოციალურ ქსელებში გაჟღერდა საზოგადოების გარკვეული ნაწილის მოთხოვნა, გურამ კაშიას ეროვნული ნაკრებიდან მოკვეთის შესახებ, რაც სრულიად დაუშვებლად და არაადეკვატურად მიგვაჩნია. 

ამიტომ, სპორტული ჟურნალისტები გურამ კაშიას სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ და საჯაროდ ვაფიქსირებთ, რომ ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგი ვართ. 

გურამ კაშია იყო, არის და იქნება საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი და ის კიდევ არაერთხელ მოირგებს ეროვნული გუნდის მაისურს. 

გვინდა მოვუწოდოთ გულშემატკივარს, მოახლოებულ ორ საშინაო თამაშზე (გორსა და ქუთაისში) მხარი დაუჭირონ ჩვენს ეროვნულ ნაკრებს და მის ფეხბურთელებს და თავი შეიკავონ ყოველგვარი პროვოკაციისგან.

ასევე, მოვუწოდებთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, აღნიშნულ ორ მატჩზე უზრუნველყოს უსაფრთხოების ზომების მაღალ დონეზე დაცვა", – ნათქვამია განცხადებაში

მაგდა კლდიაშვილი
ნანა ჩოკორაია
სანდრო ცნობილაძე
ეკა ელოშვილი
ედო ბადალაშვილი
სალომე ბალახაშვილი
კახა ბერიძე
ელენე ბილიხოძე
თაკო აბესაძე
გიორგი ფულარიანი
დავით ერაძე
საბა საპანაძე
ალეკო ლეჟავა
ალექსანდრე მატევოსოვი
ლექსო ნაბახტეველი
თამარ ჯიშკარიანი
მარიამ მესხი
გალაქტიონ ესაკია
დიმა შარიქაძე
მიხეილ დუმბაძე
მერაბ ყუფარაძე
ნინო გაბელია
საბა საბანაძე
სანდრო გოჩაშვილი
ოთარ გიორგაძე
დავით ბაკურაძე
ქეთი ბაჭველაშვილი
ნიკოლოზ ბერაძე
ლევან კეჭაყმაძე
ლევან ხარაზოვი
დავით მანჯავიძე
გიორგი ვაშაკიძე
ხატია ალადაშვილი
მეგი კუპატაძე

მიშა ჟორჟოლიანი

ჯემალ ფარცახაშვილი

ხატია ცარციძე

გურანდა გურასაშვილი

ბაჩო ცალუღელაშვილი

თამუნა ყულუმბეგაშვილი

ლაშა დვალიშვილი

გიორგი მელქაძე

სოფო ერქვანია

ზურაბ თალაკვაძე

გიორგი ჭანიშვილი

ამირან შაიშმელაშვილი

ლაშა კუპრაშვილი

სალომე საგინაშვილი

ლევან ქობალია

ირაკლი გოგვაძე

დიმა ნებიერიძე

ნათია გაბოძე

ირაკლი ალიმბარაშვილი

გიორგი ჯიქია

ზურაბ რუხაძე

თენგო ოყუჯავა

ნინო ვაშაკიძე

დავით გვილია

გიორგი თევდორაძე

სოლომონ გულისაშვილი

ლადო წულუკიძე

გიორგი ჯაფარიძე

გიორგი არჯევანიძე

ილია ნანობაშვილი

ხატია ჯიჯეიშვილი

ანი კიკნაძე

გეგი კიკაბიძე

ცოტნე მრევლიშვილი

ნინო თვალავაძე

მირანდა სურმანიძე

ქეთა ოთარაშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...