საქართველოს შშმ პირთა უფლებების კანონი ექნება

შესაბამისი პროექტი მთავრობამ პარლამენტს უკვე გადაუგზავნა, რომელიც სამედიცინოდან სოციალურ მოდელზე ორიენტირებას გულისხმობს.

ცვლილებები შევა რამდენიმე კანონში, რომლებიც შშმ პირთა უფლებების დაცვის გარანტიებზე იქნება მიმართული. პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი მიიჩნევს, რომ კანონი ასევე აძლიერებს შშმ პირთა ორგანიზაციებს და მათ უქმნის ადვოკატირების ინდივიდუალურ ინსტრუმენტებს”

“სხვადასხვა კანონში შედის სიახლეები, რაც უფრო მეტად განამტკიცებს შშმ პირთა უფლებების დაცვის გარანტიებს, მათ შორის მათ დაცვას დისკრიმინაციის ყველა ფორმისგან, ამ მხრივ გონივრული მისადაგების პრინციპის ასახვა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე, ასევე ეს კანონი აძლიერებს შშმ პირთა ორგანიზაციებს და მათ უქმნის ადვოკატირების ინდივიდუალურ ინსტრუმენტებს და მნიშვნელოვანი არის რომ თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფის პროცესში მოხდება როგორც ცენტრალური ხელისუფლების ასევე ადგილობრივი თვითმმართველობების როლის განსაზღვრა, განსაკუთრებით სოციალური სერვისების მიწოდებისას,”- განაცხადა რატი იონათამიშვილმ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად