საქართველოს შესაძლოა აშშ-ის მიერ გამოყოფილი 132 მილიონ დოლარამდე თანხიდან, ნაწილის ათვისება შეეზღუდოს

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტმა დაარეგისტრირა სახელმწიფო დეპარტამენტის ბიუჯეტში ცვლილებები. რომლის მიხედვით შესაძლოა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტის რეკომენდაციით, საქართველოსთვის 132 მილიონამდე დოლარის დახმარებიდან 15% არ გაიცემა.

დოკუმენტში აღნიშნულია, სანამ სახელმწიფო მდივნის მიერ არ დადგინდება, რომ საქართველოს მთავრობა დგამს შესაბამის ნაბიჯებს რათა:

ა) განამტკიცოს დემოკრატიული ინსტიტუტები; ბ) ებრძოლოს კორუფციას; ც) კერძო სექტორთან მიმართებაში დაიცვას კანონის უზენაესობა, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, ასევე უზრუნველყოს უცხოური ბიზნესის უფლებების და მათი შევიწროვებისგან დაცვა, რათა სრულად მიიღონ კომერციული და ფინანსური სარგებლი, რასაც საქართველოში განხორციელებული ინვესტიციები მოუტანს.

დაუჭერს თუ არა კონგრესი აღნიშნულ კანონპროეტს მხარს ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, აშშ-ის სენატის ასიგნებათა კომიტეტის მიერ მიღებული სახელმწიფო, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების შესახებ კანონპროექტის თანახმად, საქართველოსთვის განკუთვნილი საბიუჯეტო ასიგნებების უპრეცედენტო ზრდა არის გათვალისწინებული. 2020 წლის კანონპროექტში საქართველოსთვის განკუთვნილი თანხა მნიშვნელოვნად გაზრდილია და 132 025 000 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, რაც საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების მანძილზე ყველაზე მაღალ ნიშნულს წარმოადგენს. კერძოდ, საქართველომ მიიღო 40 მილიონიანი დაფინანსება საგარეო სამხედრო დაფინასების ფონდის (FMF) ფარგლებში (5 მლნ აშშ დოლარით მეტი, ვიდრე შარშან).

 

ამასთან დაკავშორებით დოკუმეტებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, სალომე სამდაშვილი აქვეყნებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად