საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 177 სამხედრო მოსამსახურე შეემატა

თბილისის ზღვაზე, მონუმენტთან „საქართველოს მატიანე“ 177 რეკრუტმა სამხედრო ფიცი დადო და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ოფიციალურად შეუერთდა. ამის სესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტთა საბრძოლო მომზადების კურსების 2018 წლის II ეტაპის გამოშვების საზეიმო ცერემონიაზე შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ სამხედრო მოსამსახურეებს ფიცის დადება პირადად მიულოცა და წარმატებული რეკრუტი სპეციალური სიგელით დააჯილდოვა.

ფიცის დადებამდე რეკრუტებმა საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) 10 კვირიანი კურსი გაიარეს, სადაც ტაქტიკური, კავშირგაბმულობის, სამედიცინო, საცეცხლე და სამწყობრო მომზადებასთან დაკავშირებული ცოდნა შეიძინეს.

ფიცის დადების შემდეგ რეკრუტები აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობის, განათლების სარდლობის, ავიაციის სარდლობისა და ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფებში გადანაწილდებიან, სადაც საკონტრაქტო სამხედრო სამსახურს გააგრძელებენ. ფიცის დადების ცერემონიალს რეკრუტების ოჯახის წევრებიც დაესწრნენ.თბილისის ზღვაზე, მონუმენტთან „საქართველოს მატიანე“ 177 რეკრუტმა სამხედრო ფიცი დადო და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ოფიციალურად შეუერთდა.

უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტთა საბრძოლო მომზადების კურსების 2018 წლის II ეტაპის გამოშვების საზეიმო ცერემონიაზე შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ სამხედრო მოსამსახურეებს ფიცის დადება პირადად მიულოცა და წარმატებული რეკრუტი სპეციალური სიგელით დააჯილდოვა. ფიცის დადებამდე რეკრუტებმა საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) 10 კვირიანი კურსი გაიარეს, სადაც ტაქტიკური, კავშირგაბმულობის, სამედიცინო, საცეცხლე და სამწყობრო მომზადებასთან დაკავშირებული ცოდნა შეიძინეს. ფიცის დადების შემდეგ რეკრუტები აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობის, განათლების სარდლობის, ავიაციის სარდლობისა და ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფებში გადანაწილდებიან, სადაც საკონტრაქტო სამხედრო სამსახურს გააგრძელებენ. ფიცის დადების ცერემონიალს რეკრუტების ოჯახის წევრებიც დაესწრნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად