მამუკა გორგოძე მხარს უჭერს ირაკლი აბუსერიძეს რაგბის კავშირის პრეზიდენტად არჩევას

საქართველოს სარაგბო ნაკრების ყოფილი კაპიტანი მამუკა გორგოძე მხარდაჭერას უცხადებს ირაკლი აბუსერიძეს რაგბის კავშირის პრეზიდენტად არჩევას.

“მივესალმები, თუ კანდიდატები გაერთიანდებიან და თავის გამოცდილებას ერთად მოახმარენ რაგბის განვითარებას, დაძლევენ არსებულ რეგრესს და პროგრესისკენ წავლენ. თუ ეს გაერთიანება არ მოხდა, მაშინ მე მხარს ვუჭერ ირაკლი აბუსერიძეს, ვინაიდან ვფიქრობ, რომ ბოლო წლებში, არსებული შედეგებიდან გამომდინარე, ახალი ძალა და ახალი სისხლია საჭირო” -ავცადებს მამუკა გორგოძე თავის განცხადებაში.

შეგახსენებთ: ირაკლი აბუსერიძეს საქართველოს ნაკრებში ჰავბეკის პოზიციაზე 86 მატჩი აქვს ჩატარებული. აქედან 15-ჯერ ეროვნულ გუნდს კაპიტნის რანგში გაუძღვა.

ირაკლი აბუსერიძე ნაკრების კვართით 5 ლელო აქვს დადებული, არის მსოფლიოს თასის 3-გზის მონაწილე და  ,,ბორჯღალოსნებთან” ერთად კი 5-ჯერ ერთა თასი აქვს მოპოვებული

ირაკლი აბუსერიძე რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატი წინა არჩევნებზეც იყო, თუმცა დაძაბული ფონის გამო, მან თავისი კანდიდატურა მოხსნა.

ამჟამად რაგბის კავშირის პრეზიდენტობაზე ბრძოლას მოქმედი პრეზიდენტი გოჩა სვანიძე, ბაჩო ხურციძე და ირაკლი აბუსერიძე აპირებს.

რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები 30 იანვარს ჩატარდება.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად