საქართველოს საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროცესში, შესაძლოა, ევროკავშირიც ჩაერთოს

ამის შესახებ "აიპრესთან" საუბრისას საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ქაშიბაძემ განაცხადა მინსკში, მაღალი ტექნოლოგიების პარკში, სადაც პრემიერის მეთაურობით საქართველოს დელეგაციასთან ერთად სტუმრად იმყოფებოდა.

პრემიერმინისტრმა, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ბელარუსის მაღალი ტექნოლოგიების პარკის ბიზნესინკუბატორი დაათვალიერა. ბელარუსის მაღალი ტექნოლოგიების პარკსა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებში მხარეები, გამოცდილების გაზიარებისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების მიმართულებით, აქტიურად ითანამშრომლებენ.

"საქართველოს ტექნიკურ პარკში უკვე დაწყებულია პროცესები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქართული "სტარტაპების" განვითარებას, მათ შორის ჩვენ გვაქვს პროგრამები, რომელიც არსებული აიტი კომპანიების განვითარებას უწყობს ხელს და მათი კონტაქტების გამყარებას ბელარუსულ კომპანიებთან.

ჩვენი აქ ვიზიტით მოხდა შეთანხმება, რომ მომავალში ითანამშრომლებენ ბელარუსული აიტ კომპანიები ქართულ კომპანიებთან, ასე რომ ჩვენ გავიზიარებთ მათ გამოცდილებას, ასევე გამოვიყენებთ საკონტაქტო ბაზას", – განაცხადა ირაკლი ქაშიბაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

"აიპრესის" კითხვაზე: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის დახმარებით საქართველოში საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი განხორციელდება, რომლის ღირებულება დაახლოებით 150 მილიონი დოლარია. როდისთვის იგეგმება ამ პროექტის განხორციელება?ირაკლი ქაშიბაძემ განაცხადა:

"მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, ჩვენი მთავარი ამოცანაა ამ პროცესში მოხდეს ეფექტურად ჩართვა კერძო სექტორის, ასე რომ ამჟამად ეს სამუშაო მიმდინარებს. მათ ვერავინ ვერაფერს დააძალებს, მაგრამ იმ ნაწილს, რომელიც არ იქნება ამ გეგმაში, სახელმწიფო სხვადასხვა რესურსების გამოყენებით უზრუნველყოფს, რათა მოხდეს საყოველთაო ინტერნეტიზაცია და ჩართვის ოპტიკურ-ბიჭკოვან უწყვეტობას. პროცესი, როგორც გითხარით, უკვე აქტიურად მიმდინარეობს.

– შეგიძლიათ თუ არა, დაასახლოთ სავარაუდო დრო, რადგან საქართველოს მოსახლეობა, განსაკუთრებით კი რეგიონებში ძალიანაა დაინტერესებული აღნიშნული საკითხის დროულად გადაწყვეტით.

– უახლოეს მომავალში იქნება შესყიდვების პროცესები განხორციელებული, ასევე ამ პროცესებში ჩართული იქნებიან მეცენატები და ასევე უნდა ჩაერთონ სხვა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები. ვფიქრობ, რომ 2017-2018 წლებში მოხდება ევროკავშირის ჩართვაც".

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...