საქართველოს საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ნახევარ საათზე ცოტა ნაკლები რჩება ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ მატჩამდე, რომელიც “დინამო არენაზე” გაიმართება და რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრები გიბრალტარს უმასპინძლებს.

იქამდე კი საქართველოს ეროვნული ნაკრების ძირითადი შემადგენლობა ცნობილია და მას ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს, რომელიც ასე გამოიყურება:

მეკარე: #1 ლორია.

დაცვა: #2 კაკაბაძე, #8 გრიგალავა, #4 კაშია, #3 ხარებავა.

ნახევარდაცვა: #7 კანკავა (გუნდის კაპიტანი) #10 კვეკვესკირი, #21 გვილია, #11 მერებაშვილი, #18 კვარაცხელია.

თავდასხმა: #11 არველაძე.

რაც შეეხება სათადარიგოთა სკამს, შემდეგი ფეხბურთელები იქნებიან:

კვასხვაძე, მაკარიძე, ნავალოვსკი, დვალი, კიტეიშვილი, პარუნაშვილი, ლობჟანიძე, ხარაიშვილი, პაპუნაშვილი, ჯიღაური, აბურჯანია, მჭედლიძე.

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი.

მატჩი თბილისის დროით 20:00-ზე დაიწყება.

ფოტო: სფფ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...