საქართველოს საფეხბურთო ნაკრები რეიტინგის ასეულის ბოლოშია, მისი მწვრთნელის ხელფასი კი…

ფიფა საფეხბურთო ნაკრებთა ახალ რეიტინგს აქვეყნებს.

რეიტინგის სათავეში კვლავ ბელგიის ნაკრებია, მას კი საფრანგეთის, ბრაზილიის, ინგლისის, ხორვატიის, ურუგვაის, პორტუგალიის, შვეიცარიის, ესპანეთის და დანიის გუნდები მოსდევენ.

რეიტინგში სამი საფეხურით დაქეითდა საქართველოს ნაკრები, რომელიც ამჟამად 94-ე ადგიულზეა და სამი ქულით უსწრებს 95-ე ადგილზე მყოფ ყირგიზეთს. რეიტინგის ასეულის ბოლო საფეხურებზე არიან ესტონეთის, იორდანიის, ვიეტნამის, პალესტინის და ჰაიტის ნაკრები გუნდები.

საქართველოს ნაკრების მეტოქე ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრ პლი ოფის ნახევარფინალში , ბელარუსის ნაკრები რეიტინგში 81-ე ადგილზეა. მასსა და საქართველოს ნაკრებს შორის ადგილები კი დაკავებულები აქვთ შემდეგ ქვეყნების ნაკრებ გუნდება:

82. კიურასაო 83. სირია 84. ისრაელი 85. უზბეკეთი 86 ლუქსემბურგი 87. ლიბანი 88. ომანი 89. კვიპროსი 90. გაბონი 91. ბენინი 92. კონგო 93. ტრინიდადი და ტობაგო.

ავტორი: რაულ კაპანაძე

ამავე თემაზე იხილეთ ბმული 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...