საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატზე “საბურთალოს” და ბათუმის “დინამო” წამოეწია 

გორში ადგილობრივ “დილასთან” ფრედ 1:1 დასრულებული მატჩის შემდეგ “საბურთალოს” 31 ქულა დაუგროვდა და ბათუმის “დინამოსთან” ერთად ლიდერობს.

ზედიზედ სამი მარცხის შემდეგ თბილისი “დინამომ” ქუთაისის “ტორპედოს” ანგარიშით 2:1 სძლია და მასთან ჩამორჩენა სამ ქულამდე შეამცირა.

84-ე წუთამდე ბოლნისში 3:0-ს იგებდა “რუსთავი, თუმცა დარჩენილ დროში სამი გოლი გაუშვა და ქულას დასჯერდა

გუშინ გამართულ შეხვედრებში ბათუმის “დინამომ” მასპინძლების როლში მყოფი საჩხერის “ჩიხურა” დაამარცხა თბილისში, ხოლო “ვიტ ჯორჯიამ” დიდი ანგარიშით 0:3 წააგო “ლოკომოტივთან”

თბილისი, “მიხეილ მესხი”
“ჩიხურა” საჩხერე – “დინამო” ბათუმი 1:2(1:1)
გოლები: მე-18 წთ დემურ ჩიხლაძე – 1:0, 33-ე წთ ჯოვინო ფლამარიონი – 1:1, 81-ე წთ გიორგი ჯანელიძე – 1:2

თბილისი, “მიხეილ მესხი 2”
“ვიტ ჯორჯია”თბილისი – “ლოკომოტივი” თბილისი 0:3(0:1)
გოლები: 34- წთ თორნიკე კირკიტაძე, 46-ე წთ ირაკლი სიხარულიძე, 76-ე წთ თორნიკე ძებნიაური

ბოლნისი, “თამაზ სტეფანია”
“სიონი” ბოლნისი – “რუსთავი” რუსთავი 3:3(0:2)
გოლები: მე- 5 წთ ზაზა ციცქიშვილი – 0:1, მე-12 წთ თამაზ მაქაცარია (საკუთარ კარში) – 0:2, 61-ე წთ ლუკა სილაგაზე – 0:3, 84-ე წთ დათო კირკიტაძე – 1:3, 87-ე წთ ზურაბ ჯაფიაშვილი (საკუთარ კარში) 2:3, 90+1 წთ ლევან ხმალაძე -3:3

თბილისი, “დინამო არენა”
“დინამო” თბილისი – “ტორპედო” ქუთაისი 2:1(1:0)
გოლები: 31-ე წთ დმიტრო ივანსენია – 1:0, 62-ე წთ გრიგოლ დოლიძე – 1:1, 78-ე წთ ლევან შენგელია – 2:1

გორი, “თენგიზ ბურჯანაძე”
“დილა” გორი – “საბურთალო” თბილისი 1:1(0:0)
გოლები: 67-ე წთ – გიორგი დიასამიძე, 76-ე გიორგი კუცია – 1:1

15 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცნენ:

1. “საბურთალო” – 31 ქულა
2. “დინამო ბთ – 31 ქულა
3. “ტორპედო” ქუთაისი – 26 ქულა

აუტსაიდერები ასე არიან განლაგებულები:

8. “ლოკომოტივი” – 18 ქულა
9. ”ვიტ ჯორჯია” – 11 ქულა
10. “რუსთავი” – 11 ქულა.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...