საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ლატვია 5:0 დაამარცხა

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა, ამხანაგურ შეხვედრაში, ლატვიის ნაკრები, გამანადგურებელი ანგარიშით – 5:0 დაამარცხა.

 მე-18 წუთზე, ანგარიში ჯანო ანანიძემ გახსნა, რომელმაც 11-მეტრიანი ზუსტად შეასრულა. ვლადიმრი ვაისის გუნდის უპირატესობა ორამდე გიორგი ქვილითაიამ 32-წ წუთზე გაზარდა, რომელმაც კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს ფეხი დაუხვედრა და მეკარის მარჯვენა მაღალ კუთხეში გაიტანა.

მთელი შეხვედრის განმავლობაში უდიდეს უპირატესობას ქართველები ფლობდნენ. გიორგი ქვილითაიამ 68-ე წუთზე, ისევ კუთხურიდან, ამჯერად თავით გაიტანა და დუბლი გაიფორმა. 77-ე წუთზე, დუბლი გაიფორმა ჯანო ანანიძემაც, რომელმაც შორიდან, უძლიერესი და ულამაზესი დარტყმით, ლატვიელთა მეკარე ვანისი გააშეშა და შანსი არ დაუტოვა – 5:0. თუმცა, ეს არ იყო ბოლო გოლი, რომელიც ქართველმა ფეხბურთელებმა ლატვიის კარში გაიტანეს. მატჩის ბოლო წუთზე, გიორგი არაბიძემ, საჯარიმოდან მეხუთედ აიღო ლატვიელთა კარი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად