საქართველოს საკონსულოებში ცხელი ხაზის დამატებითი ნომრები ამოქმედდება

საქართველოს საკონსულოებში ცხელი ხაზის დამატებითი ნომრები ამოქმედდება”-ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებისა და საქართველოს მოქალაქეების მიმართვიანობის მატებასთან დაკავშირებით, იტალიაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურში ცხელი ხაზის დამატებითი ნომრები ამოქმედდა:

(+39 33) 3887-91-23; (+39 35) 0131-21-31; (+39 35) 0148-31-14.

🔺 საქართველოს საელჩო საკუთარ ვებ-გვერდზე და სოციალურ ქსელებში განცხადებას აქვეყნებს და საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, დაემორჩილონ ადგილობრივი ხელისუფლების მითითებებსა და რეკომენდაციებს. თვითნებურად არ მიმართონ ამბულატორიებსა და სამედიცინო დაწესებულებებს და რესპირატორული სიმპტომების დროს (მაღალი სიცხე, ხველა, ყელის ტკივილი) დარეკონ იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ცხელი ხაზის ნომრებზე: 112 და 118.

➡️ საელჩოს ვებ-გვერდზე ასევე გამოქვეყნებულია იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს რეგიონული სამსახურების ცხელი ხაზის ნომრები.

☎️ საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, საზღვარგარეთ საქართველოს ყველა დიპლომატიური მისია და საკონსულო დაწესებულება, რომელიც კორონავირუსის აქტიური გავრცელების ზონაში მდებარეობს, საგანგებო რეჟიმში იმუშავებს და დამატებით, ცხელი ხაზის ახალ ნომრებს გახსნის.

➡️ ვრცელი ინფორმაცია კორონავირუსთან ბრძოლისა და რეკომენდაციებთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე https://stopcov.ge/

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად