საქართველოს საკონსულო ტრაპიზონში: ქემალფაშაში საქართველოს მოქალაქე ტრაილერის მძღოლი ზღვაში გაუჩინარდა

ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ინფორმაციით, თურქეთის დაბა ქემალფაშაში (10კმ. სარფიდან), საქართველოს მოქალაქე ტრაილერის მძღოლი, დღეს, დაახლოებით 13:00 საათზე ზღვაში ჩავიდა და იქ მყოფი მძღოლების განცხადებით,გაუჩინარდა.
 

"ინფორმაციის მიღებისთანავე, ჩვენ კონტაქტზე ვართ ადგილობლივ ხელისუფლებასა და სამაშველო სამსახურებთან.
ხოფას გამგებლის ინფორმაციით, ამ დროისათვის ჩართულია სამსახურების სრული რესურსი, აგრეთვე ქართველი და თურქი სამაშველო სამსახურები მუშაობენ ერთობლივად და მიმდინარეობს აქტიური სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები. გენერალური საკონსულოს ჯგუფი იქნება ადგილზე at 17:30 (180 კმ. ტრაპიზონიდან)", – ნათქვამია განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად