საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ესტონეთში გაიმარჯვა

დღეს ესტონეთის დედაქალაქ ტალინში, 10000 მაყურებლის ტევადობის “Saku Suurhall”-ში, საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ მატჩში ესტონეთის ნაკრებს შეხვდა.

საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის შანსის შესანარჩუნებლად ესტონელებთან მოგება ჰაერივით ესაჭიროებოდა. საქართველოს ნაკრების კალათბურთელებმა შეძლეს მასპინძელთა წინააღმდეგობის დაძლევა, დაამარცხეს ისინი ანგარიშით 80:73.

ამ გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრებს, ისევე როგორც ისრაელის ნაკრებს, 9 შეხვედრიდან 4 გამარჯვება დაუგროვდა და მესამე ადგილზე მყოფ სერბეთის ნაკრებთან მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრისთვის ბრძოლას აგრძელებს.

მორიგი შეხვედრა საქართველოს ნაკრებს ისრაელის ნაკრებთან აქვს. მატჩი სამ დეკემბერს, თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება.

 

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...