საქართველოს საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები ხარვეზების გარეშე მიმდინარეობს

დღეს, 17 ივნისს საქართველოს საჯარო სკოლები თვითმმართველობის უმაღლეს ორგანოს – სამეურვეო საბჭოს ირჩევს.
სკოლებში, სადაც საარჩევნო უბნები 9.00 საათზე გაიხსნა, კენჭისყრა 16: 00 საათამდე გაგრძელდება.
ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

ამ დროის მონაცემებით, საარჩევნო პროცესი ხარვეზების გარეშე მიმდინარეობს და 12:00 საათის შედეგებით, არჩევნებში მასწავლებელთა აქტივობა 63.9%, ხოლო მშობელთა აქტივობა – 13% შეადგენს. ხაზგასასმელია, რომ სამეურვეო საბჭოს არჩევნები სკოლებში სამ წელიწადში ერთხელ ტარდება თუმცა, 2016 წლის ანალოგიურ არჩევნებში, 12:00 საათის მდგომაროებით, მასწავლებელთა აქტივობა 35%, ხოლ – მშობელთა აქტივობა 8,5%-ს შეადგენდა.

სამეურვეო საბჭო სკოლის მმართველობაში შემავალ ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს, რომლის წევრებს მშობლები და პედაგოგები ირჩევენ.
სამეურვეო საბჭო ირჩევს როგორც სკოლის დირექტორს, ამტკიცებს ასევე სკოლის ბიუჯეტსა და შინაგანაწესს, ამასთანავე, ითანხმებს სასკოლო სასწავლო გეგმას. სამეურვეო საბჭოს წევრები არიან სკოლის მასწავლებლები, მშობლები და საშუალო საფეხურის ერთი მოსწავლე.

საქართველოს 2084 საჯარო სკოლიდან არჩევნები 2071 საჯარო სკოლაში ტარდება. არჩევნები არ იმართება მცირეკონტიგენტიან სკოლებში კანდიდატების არ არსებობის გამო და იმ ორ საჯარო სკოლაში, რომელიც არაკონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...