საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიპლომატიურ სამსახურში დასაქმების მსურველთათვის 2020 წლის 9 იანვარს ღია კონკურსი გამოაცხადა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიპლომატიურ სამსახურში დასაქმების მსურველთათვის 2020 წლის 9 იანვარს ღია კონკურსი გამოაცხადა საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის შემდეგ ვაკანტურ დიპლომატიურ თანამდებობებზე.

  • მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და სამართლებრივი ანალიზის სამმართველოს მრჩეველი
  • მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და სამართლებრივი ანალიზის სამმართველოს ატაშე
  • ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებების სამმართველოს ატაშე

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ყველა იმ მოქალაქეს, რომლებიც დააკმაყოფილებენ საკონკურსო განაცხადებში მითითებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს..

შესაბამისი განათლების, კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე კანდიდატები, რომლებიც კონკურსის ყველა ეტაპს წარმატებით გაივლიან, მაგრამ არ დაინიშნებიან ვაკანტურ თანამდებობაზე, ჩაირიცხებიან დიპლომატიური სამსახურის რეზერვში. რეზერვში ჩარიცხულ პირს უფლება ექნება, მონაწილეობა მიიღოს სამინისტროს სისტემაში გამოცხადებული ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად შიდა შერჩევაში, კვალიფიკაციის შესაბამისად.

აღსანიშავია, რომ დიპლომატიური სამსახურის რეზერვში ჩარიცხულ პირს უფლება აქვს, რეზერვში ყოფნის პერიოდში ახორციელებდეს ანაზღაურებად საქმიანობას სხვა დაწესებულებაში. დიპლომატიური სამსახურის რეზერვში ყოფნის მაქსიმალური ვადა 5 წელია.

დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, ვაკანტური თანამდებობების, კონკურსის ვადებისა და პროცედურების, ასევე საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილონ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე: https://www.hr.gov.ge

განაცხადების მიღება მიმდინარეობს 2020 წლის 29 იანვრის ჩათვლით საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე: https://www.hr.gov.ge – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად