საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ კონსტანტინიდი ვიზიტით საფრანგეთს ეწვია

20-21 ოქტომბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ კონსტანტინიდი ვიზიტით საფრანგეთში იმყოფებოდა, სადაც მონაწილეობა მიიღო ლევილის მუნიციპალიტეტის მმართველი საბჭოს სხდომაში.

ვიზიტის ფარგლებში, მან საფრანგეთში საქართველოს საელჩოს თანამშრომლებთან და ლევილის მმართველი საბჭოს წევრებთან ერთად ლევილის ისტორიული მამული და სასაფლაო მოინახულა და ადგილზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების პირველ ეტაპს გაეცნო.

კონსტანტინიდი სამშენებლო კომპანია „ETMB“-ის წარმომადგენლებს შეხვდა და დეტალურად მოისმინა ანგარიში ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებთან და მათი დასრულების თარიღებთან დაკავშირებით.

ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის მოადგილემ შეხვედრა გამართა ლევილის მერთან, ერიკ ბრევისთან, სადაც მხარეების მიერ განხილულ იქნა ისტორიული მამულის სარეაბილიტაციო პროექტის მნიშვნელობა ორ ქვეყანას შორის ისტორიული კავშირის კუთხით და სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებული ასპექტები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად