საქართველოს საელჩო საბერძნეთში: საქართველოს მოქალაქეს გლიკა ნერაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალი არა აქვს წაყენებული

საქართველოს საელჩო საბერძნეთში მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“‼️ ბოლო დღეებში, როგორც ბერძნული, ისე ქართული მას-მედიის საშუალებებით, ვრცელდება დაუსაბუთებელი ინფორმაცია გლიკა ნერაში 20 წლის ქალის მკვლელობის საქმეში საქართველოს მოქალაქის მონაწილეობაზე. ამ არაზუსტმა ინფორმაციამ საზოგადოებაში დიდი ვნებათა ღელვა გამოიწვია.
ეს დღეები საელჩო მუდმივ კონტაქტზეა ატიკის პოლიციის გენერალურ დეპარტამენტთან. მათ მიერ საელჩოსთვის დღეს მოწოდებული ბოლო ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ახლახანს დააკავეს ყალბი საბუთით ქვეყნის ტერიტორიის დატოვების მცდელობისას, გლიკა ნერაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალი არა აქვს წაყენებული.
მოვუწოდებთ ყველას, საკითხის განსაკუთრებული სენსიტიურობიდან გამომდინარე, თავი შეიკავოს გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.
‼️ Τις τελευταίες μέρες και τα ελληνικά και τα γεωργιανά μέσα μαζικής ενημέρωσης διαδίδουν μη επαληθευμένες πληροφορίες σχετικά με την εμπλοκή του Γεωργιανού πολίτη στη δολοφονία της εικοσάχρονης κοπέλας στα Γλυκά Νερά. Αυτή η ανακριβής πληροφορία έχει προκαλέσει μεγάλη σύγχυση στην κοινωνία.
Τις τελευταίες μέρες η Πρεσβεία της Γεωργίας στην Ελληνική Δημοκρατία επικοινωνεί διαρκώς με τη Γενική Αστυνομική Διεύθυνση Αττικής. Σύμφωνα με τη σημερινή τους πληροφόρηση, στον Γεωργιανό πολίτη, ο οποίος συνελήφθη πρόσφατα με πλαστό διαβατήριο την ώρα που επιχείρησε να βγει από τη χώρα, δεν έχει απαγγελθεί κατηγορία για τη δολοφονία στα Γλυκά Νερά.
Συνίσταται να αποφεύγεται η διάδοση κάθε αναληθούς και ανεπιβεβαίωτης πληροφορίας.” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...