საქართველოს საავიაციო ბაზარზე ავიაკომპანია Ryanair შემოდის

ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair თბილისისა და ქუთაისის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულებას იწყებს. პირველი რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 6 ნოემბერს შესრულდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2019 წლის 24 ოქტომბერს მიენიჭა.

ფრენები მილანი-თბილისი-მილანის, მარსელი-ქუთაისი-მარსელის და ბოლონია-ქუთაისი-ბოლონიას საჰაერო ხაზებზე შემდეგი განრიგით განხორციელდება:

  • მილანი-თბილისი-მილანი – 6 ნოემბრიდან, კვირაში 4 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას;
  • მარსელი-ქუთაისი-მარსელი – 7 ნოემბრიდან, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ხუთშაბათსა და კვირას;
  • ბოლონია-ქუთაისი-ბოლონია – 9 ნოემბრიდან, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და შაბათს.
  • ავიარეისები ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, Boeing B737 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად