“საქართველოს რკინიგზა” განცხადებას ავრცელებს

“ინტერნეტპროვაიდერის შეცვლასთან დაკავშირებით “საქართველოს რკინიგზაში” ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც 14/12/2018-ში 00:00 საათიდან 15/12/2018 06:00 საათამდე მიუწვდომელი იქნება შემდეგი გარე სერვისები:

· სატვირთო გადაზიდვების ერთიანი სისტემა გარე მომხმარებლებისთვის – 14/12/2018 00:00 სთ-დან 15/12/2018 03:00 საათამდე.

· კომერციული სალაროებიდან ბილეთების გაყიდვის სერვისი – 14/12/2018 00:00 სთ-დან 15/12/2018 03:30 საათამდე.

· ინტერნეტ ბილეთების გაყიდვა – 14/12/2018 00:00 სთ-დან 15/12/2018 03:30 საათამდე.

· რკინიგზის კორპორატიული ვებგვერდი – 14/12/2018 00:00 სთ-დან 15/12/2018 04:00 საათამდე .

· რკინიგზის კორპორატიული ელექტრონული ფოსტიდან წერილების გაგზავნა და მიღება კორპორატიული ქსელის გარეთ – 14/12/2018 00:00 სთ-დან 15/12/2018 04:30 საათამდე.

“საქართველოს რკინიგზა” ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად