“საქართველოს რკინიგზა” ზესტაფონში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

“დღეს, ზესტაფონში, სს “საქართველოს რკინიგზის” დასავლეთის სალიანდაგო სამმართველოს საწყობში, მოხდა უბედური შემთხვევა და სამუშაოს შესრულების დროს, მარაგი ნაწილების ჩამოშლის შედეგად, სხეულის დაზიანება მიიღო რკინიგზის ორმა თანამშრომელმა – სახელოსნოს მჭედელმა მიხეილ ბებიაშვილმა და ხელოვნური ნაგებობების ბრიგადირმა მერაბ ნებიერიძემ. დაშავებულებს გაეწიათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება და გადაიყვანეს საავადმყოფოში.” – ამის შესახებ შესაბამისს განცხადებას “საქართველოს რკინიგზა” ავრცელებს.

“სს “საქართველოს რკინიგზა” მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო. უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა, ამასთან ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან, რის შედეგადაც დადგინდება შემთხვევის გამომწვევი მიზეზები.

სს “საქართველოს რკინიგზა” მაქსიმალურ დახმარებას აღმოუჩენს უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებულებსა და მათ ოჯახებს.” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...