საქართველოს რაგბის კავშირმა და კომპანია ლიდერბეთმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

ლიდერბეთი რჩება საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ პარტნიორად და საქართველოს ჩემპიონატის დიდი 10-ის გენერალურ სპონსორად.

2019-2020 წლების სეზონში რაგბის ეროვნული ჩემპიონატი „ლიდერბეთი დიდი 10“-ის სახელწოდებით გაგრძელდება. ლიდერბეთი არა მხოლოდ სპონსორის სტატუსით შემოდის სარაგბო ოჯახში.

კომპანია რაგბის I და რეგიონალური ლიგის მხარდამჭერი იქნება და ჩაერთვება იმ საინტერესო აქტივობებში, რაც წლის განმავლობაში დაიგეგმება.

ეს არის ლიდერბეთს და საქართველოს რაგბის კავშირს შორის განახლებული თანამშრომლობის პირველი და საკმაოდ მნიშვნელოვანი ეტაპი. ამ მეგობრობის გაგრძელება მიმდინარე სეზონის განმავლოვაში სხვა დატვირთვითაც იგეგმება.

ლიდერბეთის კონტრიბუცია ამჯერადაც სოლიდური იქნება. პრეზენტაციას დიდი 10-ის ყველა გუნდის წარმომადგენელი ესწრებოდა. გაიმართა იმ სათამაშო ფორმის პრეზენტაციაც, რომელზეც ლიდერბეთის ლოგო იქნება დატანილი.

ბაჩო სარალიძე (კომპანია ლიდერბეთი, აღმასრულებელი დირექტორი): „ჩვენი კომპანია აქტიურად არის ჩართული ქართული სპორტის განვითარებაში. რაგბი საქართველოში პროგრესირებს, სპორტის ეს სახეობა არის პოპულარული ახალგაზრდებში და შიდა ჩემპიონატიც მზარდი და საინტერესოა. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს თანამშრომლობა ნაყოფიერი და ორივე მხარისთვის წარმატებული იყოს.“

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად