თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს რაგბის კავშირის ვიცე პრეზიდენტს მერაბ ბესელიას აღკვეთი ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.
მერაბ ბესელია შსს-მ მორაგბე რამაზ ხარაზიშვილის ცეცხლსასროლი იარაღით გასროლით, ფეხის არეში დაჭრის ფაქტზე დააკავა. გამოძიება ორი მუხლით – სისხლის სამართლის კოდექსისი 118 -ე და 236 – ე მუხლით მიმდინარეობს.
51 წლის მერაბ ბესელია ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, მცხეთაში დააკავეს.