A1 ბანერი

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები ჯგუფში იტალიელებთან და დანიელებთან ერთად მოხვდა

შვეიცარიის ქალაქ ნიონში ქალთა შორის ფეხბურთში ევროპის 2021 წლის ჩეპიონატის წილისყრა გაიმართა.

საქართველოს ქალთა ნაკრები მე-2 შესარჩევ ჯგუფში მოხვდა იტალიის, დანიის, ბოსნია-ჰერცეგოვინას, ისრაელისა და მალტის ნაკრებ გუნდებთან ერთად მოხვდა.

წილიყრამ 201~21 წლის ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის მსურველი 47 გუნდი 9, ორ ექვ-ექვს გუნდიან და შვიდ ხუთ-ხუთ გუნდიან, ჯგუფში გადაანაწილა. შესარჩევი ჯგუფებში მატჩები 2019 წლის 26 აგვისტოდან 2020 წლის 22 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.

ჯგუფის 9 გამარჯვებული, აგრეთვე სამი საუკეთესო მეორეადგილოსანი (პირველ, მესამე, მეოთხე და მეხუთე ადგილზე გასულ გუნდებთან ნაჩვენები შედეგების გათვალისწინებით) და ექვს სხვა მეორეადგილოსანთა შორის პლეი-ოფში გამარჯვებული სამი გუნდი 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშებს მასპინძლებთან, ინგლისის ნაკებ გუნდთან ერთად.

თამაშების კალენდარი მოგვიანებით გახდება ცნობილი. 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირის მატჩები ივლისში გაიმართება

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...