საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა

მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრა, საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა, ესტონეთის ნაკრების წინააღმდეგ, ანგარიშით – 2:1 მოიგო და ჯგუფიდან გასვლის შანსი შეინარჩუნა.

ანგარიში, მე-16 წუთზე ჭყონიამ გახსნა. საგოლე გადაცემა გაბელიას აქტივშია, რომელმაც ფლანზგე რამდენიმე მეტოქე ჩამოიშორა, ესტონელთა მეკარემ გაბელია დაკეტა, მარტოდ დარჩენილმა ჭყონიამ კი თავით გაიტანა – 1:0.

ზუსტად ხუთ წუთში თავად გაბელიამაც გაიტანა, რომელმაც ესტონელთა მეკარე წინ გამოსული დაინახა და შორიდან, თავზე გადაუგდო ბურთი.

ესტონელებმა ერთი ბურთი 59-ე წუთზე გაქვითეს. მცველებთან ერთად მეკარე სუხიაშვილიც შეცდა, წინ გამოვიდა, ამით კი აარნამ ისარგებლა და სხვაობა შეამცირა.

ამ ჯგუფის მეორე დაპირისპირება ყაზახეთსა და ლატვიას შორის, ფრედ – 2:2 დასრულდა, შესაბამისად, ლატვიელებს 4 ქულა აქვთ და ცხრილს სათავეში უდგანან. ლევან ბაჯელიძის გუნდი ბოლო შეხვედრას სწორედ უშუალო კონკურენტთან გამართავს და მოგების შემთხვევაში, უპირობოდ გავა ქვეჯგუფიდან.

მეორე ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს 3 ქულა აქვს და მეორე ადგილს იკავებს.

ბოლო და პრინციპულ დაპირისპირებას, საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები 11 აპრილს გამართავს. თამაში, ლატვიის წინააღმდეგ 16:00 საათზე დაიწყება.

მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატი

საკვალიფიკაციო ეტაპი

საქართველო – ესტონეთი

საქართველო: სუხიაშვილი, ქველიძე, პასიკაშვილი, ჩხარტიშვილი, ბაქრაძე (ჩემინავა 86’), ჭყონია (ჭიჭინაძე 89’), გაბელია, დანელია, სხირტლაძე, სუთიძე, დოლიძე (გორგაძე 61’);

სათადარიგო: გაბუნია, ნასყიდაშვილი, შახკულიანი, თევდორაძე;

მთავარი მწვრთნელი: ლევან ბაჯელიძე;

ესტონეთი: სტრიგინი, რაადიკი, პაულუსი, კუბაასოვა (ტოომი 74’), აარნა, ბანნიკოვა, ტამმრიკი (ლოო 79’), ზლიდისი, ოუნპუუ, ვალსი (სორმუსი 86’) რუტკოვსკაია;

სათადარიგო: ჰოოპი, პელო, როსენი, ტულპი;

მთავარი მწვრთნელი: უნდრეკ ზელინკსი;

გაფრთხილება: ჭყონია 19’;

გოლი: ჭყონია 16’, გაბელია 21’, აარნა 59’;

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...