საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა სარეაბილიტაციო ცენტრის ბინადრებს ახალი წელი მიულოცეს

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლები წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის მონასტერთან არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრს ესტუმრნენ.

სტუმრებმა სარეაბილიტაციო ცენტრის ბინადრებს ახალი, 2021 წელი მიულოცეს და საჩუქრები – სასურსათო პროდუქტი და ტკბილეული გადასცეს.

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლები საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის მონასტერთან არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრს არაერთხელ ესტუმრნენ და მსგავსი სახის აქცია მომავალშიც გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად