საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით საინფორმაციო კამპანია “არა ბულინგს“ დაიწყო

საქართველოს მასშტაბით კამპანია „არა ბულინგს“ ღონისძიების ფარგლებში საქართველოს 7 ქალაქში – ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში თელავსა და რუსთავში ბულინგის და ძალადობის პრევენციის მიზნით სხვადასხვა აქტივობები და ღონისძიებები ჩატარდება.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით გამართულ ღონისძიებებზე საოლქო პროკურატურის და საქართველოს პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის სამსახურის წარმომადგენლები თვითმმართველობის, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, სკოლის მოსწავლეებს შეხვდებიან და ბულინგის შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას. დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის განყოფილებაში ისაუბრეს რაში და როგორ შეიძლება იყოს გამოხატული ბულინგი და რა პრევენციული ღონისძიებები შეიძლება გატარდეს ამ მიმართულებით.
“მიმდინარეობს ყველა ქალაქში და მათ შორის ბათუმშიც აქცია “არა ბულინგს” ჩვენ ფსიქოლოგებთან და სკოლის მოსწავლეებთან ერთად განვიხილავთ აღნიშნულ თემას. პროკურატურა ამერიკის საელჩოსთან ერთად მეორე წელია ატარებს მხარდამჭერ აქციებს, ამჯერად კერძოდ კიბერ ბულინგს ეხება თემა. ბულინგი არის ის საკითხი, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს მძიმე სამართლებრივი შედეგები.” – განაცხადა ხატია ბაშრულმა, რომელიც საქართველოს პროკურატურა, მოწმისა და დაზარალებულის უფროსი კოორდინატორია.
კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებები სამომავლოდაც ჩატარდება, მათ შორის არტ-ნამუშევრების გამოფენა და ველომარათონი ქალაქ ბათუმში.
ბათუმში ასევე იგეგმება ბულინგის თემაზე გადაღებული ფილმის „კიბერ ტერორის“ ჩვენება სკოლის მოსწავლეებისთვის.
ბულინგის წინააღმდეგ მიმართული კვირეული თბილისში დასრულდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად