საქართველოს პროკურატურაში სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი დაიწყო

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის პირველ ეტაპს დაესწრო. მთავარმა პროკურორმა კონკურსის მონაწილეებს წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ საქართველოს პროკურატურა ყოველთვის მიესალმება მომზადებულ, სათანადო ცოდნის და საჭირო უნარების მქონე პერსპექტიულ კადრებს",- ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს. 

"საქართველოს პროკურატურაში სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი პროფესიული მიმართულებით ტესტირებას მოიცავს და ელექტრონული ფორმით ტარდება. კონკურსის მონაწილემ 100 კითხვიდან გამსვლელი ქულის მოსაპოვებლად 75 ქულიანი ზღვარი უნდა გადალახოს.
სტაჟიორთა კონკურსი 3 ეტაპს მოიცავს. პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ წარმატებული კანდიდატები ზოგადი უნარების ტესტირებას გაივლიან, ხოლო ბოლო ეტაპი საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება იქნება.

საბოლოოდ შერჩეულ კანდიდატებს, თავდაპირველად სპეციალური მოსამზადებელი სასწავლო კურსი ჩაუტარდებათ, რის შემდეგაც სტაჟირებაზე საქართველოს პროკურატურის სხვადასხვა ტერიტორიულ ორგანოებში გადანაწილდებიან. პროკურატურაში ანაზღაურებადი სტაჟირება 1 წლამდე გრძელდება, რაც ნებისმიერ მონაწილეს დასაქმებისა და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას აძლევს.
საქართველოს პროკურატურაში სტაჟირების კონკურსზე განაცხადი 1300-ზე მეტმა მსურველმა შემოიტანა. შემოსული აპლიკაციების გადარჩევა წინასწარ გამოცხადებული მოთხოვნების შესაბამისად მოხდა. პირველი ეტაპის ტესტირება 3 დღის განმავლობაში 6 ჯგუფისთვის ჩატარდება",- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...