საქართველოს პრეზიდენტსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აზრბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს მადლობა გადაუხადა კახის რაიონში, სოფელ ალიბეგლოში ქართული სკოლის გახსნის გამო.

თავის მხრივ, ილჰამ ალიევმა კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს აზერბაიჯანის მხარდაჭერა, როგორც ჩვენი ქვეყნის მეგობარმა და სტრატეგიულმა პარტნიორმა.

სალომე ზურაბიშვილმა ილჰამ ალიევს ასევე მადლობა გადაუხადა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელის საარჩევნო პროცესში საქართველოს კანდიდატურის მხარდაჭერისათვის. სალომე ზურაბიშვილმა აზრბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტით მოიწვია.

ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსაუხრი ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად