საქართველოს პრეზიდენტმა ავსტრიაში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა

საქართველოს პრეზიდენტმა ავსტრიის რესპუბლიკის სახელმწიფო საგანძურის საცავი, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი და ვენის სახელმწიფო ოპერის, სახელმწიფო თეატრისა და სახალხო ოპერის დეკორაციებისა და კოსტიუმების სახელოსნო „Art-For-Art“ დაათვალიერა

კულტურის საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კოტე ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ ავსტრიის ეროვნულ საგანძურს ვენის სამუზეუმო ლანდშაფტში გაnსაკუთრებული ადგილი უჭირავს და მას კულტურის პოლიტიკის კუთხით განსაკუთრებული ფუნქციები აქვს მინიჭებული. იგი წარმოაჩენს ავსტრიის, როგორც კულტურული ქვეყნის ადსილს მსოფლიო ისტორიის კონტექსტში.

,,სახელმწიფო საგანძურის საცავს მნახველი მას არ აკლია, რაც მოწმობს იმას, რომ დღეს საზოგადოება დაინტერესებულია ამ პერიოდის ხელოვნების ნიმუშებით და ეს განწყობა ჩვენ, რა თქმა უნდა, გვიჩენს დიდ შანსს, რომ ჩვენი ეროვნული საგანძურიც წარმოადგენდეს საერთაშორისო ხელოვნებით დაინტერესებული საზოგადოების მიზიდულობის ერთ-ერთ მთავარ ცენტრს“, – განაცხადა კოტე ნაცვლიშვილმა.

Art for Art სახელოსნო, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა დაათვალიერა, ემსახურება ვენის უმთავრეს თეატრებს, მათ შორის 2 სახელმწიფო ოპერასა და დრამატულ თეატრს და ამზადებს როგორც სცენის დეკორაციებს, ასევე კოსტუმებსა და რეკვიზიტს. მათ შორის თანამედროვე ტექნოლოგიური განვითარებით რაც კოსტუმებსა და დეკორაციას მექანიზირებულს ხდის და დამკვეთის ნებისმიერ მოთხოვნას აკმაყოფილებს.

Art for Art სახელოსნო ვენის სახელმწიფო თეატრებთან და ზალცბურგის მუსიკალურ ფესტივალთან ერთად, მეზობელი ქვეყნების თეატრებსა და კინოსტუდიებს ემსახურება.

პრეზიდენტმა Art for Art სახელოსნოს ხელმძღვანელობასთან განიხილა სამხატვრო აკადემიის სტუდენტების სტაჟირების შესაძლებლობები. პრეზიდენტის ინიციატივით, დაიწყება მუშაობა ქართველი სტუდენტების სტაჟირებისთვის, როგორც დეკორაციების და რეკვიზიტის მიმართულებით, ასევე კოსტუმების მიმართულებით.

კომენტარები
იტვირთება...