საქართველოს პრეზიდენტმა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს პრეზიდენტმა  გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ, ისრაელში სახელმწიფო ვიზიტის  ფარგლებში, ჰოლოკოსტის მუზეუმი დაათვალიერეს და იერუსალიმის მთაზემდებარე ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალი – “იად ვაშემი” ყვავილების გვირგვინით შეამკეს.

საქართველოს პრეზიდენტმა, დელეგაციასთან ერთად, პატივი მიაგო ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას და საპატიო სტუმრების წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

ისრაელში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა ასევე მოინახულა და გვირგვინით შეამკო სიონიზმის დამფუძნებლის  თეოდორ ჰერცლის მონუმენტი.

საქართველოს პრეზიდენტი  გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი მაკა ჩიჩუა ისრაელისეროვნულ ფონდს ესტუმრნენ და ისრაელის ეროვნულ ბაღში ხის დარგვის ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა.

ხის დარგვის ცერემონიის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა საქართველო ისრაელის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის შესახებ ისაუბრა და ამ მეგობრობის კიდევ უფრო გაძლიერების და გაღრმავების სურვილი გამოთქვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...