საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება 2019 წელს მცირდება

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება 2019 წელს 3 მილიონ 800 ათასი ლარით შემცირდება. აღნიშნულს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი ითვალისიწნებს.

2018 წელს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის 9 მილიონ 800 ათასი ლარი იყო გამოყოფილი, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად კი, 6 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

რაც შეეხება საქართველოს მთვრობის ადმინისტრაციას, მისი დაფინანსება 2019 წელს 978 ათასი ლარით გაიზრდება.

2018 წელს მთავრობის ადმინისტრაციისთვის 15 მილიონ 822 ათასი ლარი იყო გამოყოფილი, 2019 წლისთვის კი, 16 მილიონ 800 ათასი ლარია გათვალისწინებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად