საქართველოს პრეზიდენტი წუხილს გამოთქვამს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეიარაღებული დაპირისპირების გამო

საქართველოს პრეზიდენტი წუხილს გამოთქვამს 12-13 ივლისს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების გამო.

“დღეს, როცა ყველა ერთად ვიბრძვით უხილავი მტრის წინააღმდეგ, უდიდესი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო სოლიდარობას და გლობალური სტაბილურობის შენარჩუნებას.

ჩვენი რეგიონის მშვიდობა და უსაფრთხოება მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს, ასევე, ჩვენი მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფოების – აზერბაიჯანისა და სომხეთის მომავალი განვითარებისა და კეთილდღეობისათვის”, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ საჭირო ზომები დროულად იქნება მიღებული და მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით მოხდება ვითარების შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილება.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საზღვარზე შეტაკების შედეგად სამი აზერბაიჯანელი სამხედრო მოკლეს. ეს იყო წლების განმავლობაში ყველაზე მძიმე საბრძოლო მოქმედება მათ შორის. მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ სროლის დაწყებაში. ორივე მხარემ მძიმე არტილერია აამოქმედა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად