საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფო ინსპექტორს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფო ინსპექტორს, ლონდა თოლორაიას შეხვდა.

ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტს სახელმწიფო ინსპექტორმა საკუთარი საქმიანობა გააცნო.

საუბარი შეეხო მიმდინარე მოვლენებს და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მნიშვნელობას. პრეზიდენტმა სახელმწიფო ინსპექტორის ჩართულობას მხარდაჭერა გამოუცხადა.

კომენტარები
იტვირთება...