საქართველოს პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაციის თანამშრომლები მომდევნო 3 თვის ხელფასის ნაწილს covid19-ს წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის, ადმინისრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

“ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ მიიღეს გადაწყვეტილება ამ სოლიდარული აქტით წვლილი შეიტანონ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს არის ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ამ ურთულესი გამოწვევის დაძლევაში ყველა ერთად უნდა ვიყოთ!” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად