საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელს სამუშაო ვიზიტით ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 20 იანვარს ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრება.

ბრიუსელში პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები ევროკავშირისა და ნატო-ს ხელმძღვანელ პირებთან.

პრეზიდენტი შეხვდება ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეპ ბორელს; ევროპარლამენტის პრეზიდენტს, დავიდ სასოლის; ევროკომისიის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს ეკონომიკურ საკითხებში ვალდის დომბროვსკის; ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს, დევიდ მაკალისტერსა და ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს.

დაგეგმილია ასევე, სხვადასხვა მაღალი რანგის შეხვედრები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად