საქართველოს პრეზიდენტი 22 აგვისტოს ლიეტუვას ეწვევა

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

“22 აგვისტოს, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვას რესპუბლიკას ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა ლიეტვუას პრეზიდენტთან, გიტანას ნაუსედასთან და სიტყვით გამოსვლა პრეზიდენტ ვალდას ადამკუსის ყოველწლიურ კონფერენციის გახსნაზე.

საქართველოს პრეზიდენტის სიტყვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ოკუპაცია და უკანონო ბორდერიზაცია იქნება”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...