საქართველოს პრემიერმინისტრი აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების დირექტორს შეხვდა

შეხვედრაზე საუბარი ჯანდაცვის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ბიოსამედიცინო, სიცოცხლის მეცნიერებების განვითარების მიმართულებით ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივ თანამშრომლობას შეეხო.

განიხილეს ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ქართული მხარის თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები.

ისაუბრეს ჯანმრთელობის უსაფრთხოების საკითხებზე, მათ შორის, ერთიანი ჯანდაცვის ჭრილში. ხაზი გაესვა ერთიანი ჯანდაცვის კონცეფციის მნიშვნელობას ჯანდაცვის მხრივ საფრთხეების  თავიდან აცილების საკითხში.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) დირექტორი თბილისში, ოფიციალური ვიზიტით, დელეგაციასთან ერთად იმყოფება. ვიზიტის მიზანია, რობერტ რედფილდი ადგილზე გაეცნოს საქართველოსა და  CDC-ის თანამშრომლობის ფარგლებში მიღწეულ შედეგებს.

საქართველოში CDC-ის მისიას წარმოადგენს ინსტიტუციურ დონეზე ეპიდაფეთქებების დროული გამოვლენისა და რეაგირების შესაძლებლობების გაფართოება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან მჭიდრო კომუნიკაციის საფუძველზე. CDC უზრუნველყოფს ჯანმრთელობის სხვადასხვა რისკ-ფაქტორებზე ტექნიკურ მხარდაჭერას ზედამხედველობითი კვლევების განხორციელების და ადამიანური რესურსების განვითარების მიმართულებებით. საქართველოში CDC-ის აქტივობები მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ჰეპატიტები, გრიპი, რესპირატორული დაავადებები, ტუბერკულოზი, ნუტრიციოლოგია და ა.შ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...