A1 ბანერი

საქართველოს პირველობაზე ჭიდაობაში არასპორტულ საქციელს დღესაც ვერ ავცდით

დღეს თბილისის სპორტის სასახლეში ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატის მესამე დღის შეხვედრებია

თავისუფალი სტილით 57-74-92 კგ და ბერძნულ-რომაული სტილით 63-77-82 კგ წონით კატეგორიაში წინასწარი შეხვედრებში გამარჯვების შემდეგ ნახევარფინალურ შეხვედრებში ერთმანეთს შეხვდნენ:

თავისუფალი სტილი

57 კგ
ბექა ბუჯიაშვილი (გორი) – ლაშა ლომთაძე (ქუთაისი) 8:3
ოთარ გოგავა (ხონი) – გოგა ძიგუა (სამტრედია) 8:2

74 კგ
ავთანდილ კენჭაძე (ამბროლაური) – ზურაბ ერბოწონაშვილი (საგარეჯო) 5:2
გიორგი სულავა (ქუთაისი) – დავით ტლაშაძე (გორი) 17:6

92 კგ
დავით მარსაგიშვილი (სტეფანწმინდა) – მექი სიმონია (ქუთაისი) 10:0
ირაკლი მწითური (თბილისი) – იუზა ცერცვაძე (ბაღდათი) 5:0

ბერძნულ-რომაული სტილი

63 კგ
ლევან ქავჟარაძე (ოზურგეთი) – გიორგი შოთაძე (ლანჩხუთი) 7:5
ლერი აბულაძე (აჭარა) – დავით ბაკურაძე (ოზურგეთი) 7:4

77 კგ
დემურ ქავთარაძე (გარდაბანი) – მინდია წულუკიძე (აჭარა) 3:0
ბექა მამუკაშვილი (გარდაბანი) – ბექა გურული (რუსთავი) 2:2

82 კგ
ლაშა გობაძე (აჭარა) – გელა შავაძე (აჭარა) 4:0
გელა ბოლქვაძე (აჭარა) – ა. შენგელია 9:0

ნახევარფინალურ წყვილთა შორის გამარჯვებულები საქართველოს ჩემპიონის ვინაობას ერთმანეთში ხვალ გაარკვევენ, დამარცხებულები კი ბრინჯაოს მედლებისთვის რეპეშაჟში გამარჯვებულებთან იჭიდავებენ.

სპორტის სასახლეში გუშინდელი ჩხუბის და აყალმაყალის ფონზე დღეს შეჯიბრება ბევრად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, თუმცა 77 კგ წონით კატეგორიის ნახევარფინალურ შეხვედრაში მ. წულუკიძის მიერ ხალიჩის მსაჯის სიტყვებით და ჟესტიკულაციით შეურაცხყოფა და მასზე გაწევაც კი, ნამდვილად არ ამშვენებს სპორტულ სანახაობას.

სპორტის სასახლეში ამჟამად მიმდინარე ფინალური ორთაბრძოლების შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...