საქართველოს პირველი არხი:”ნამახვანჰესთან” დაკავშირებული პროცესის მონაწილეებს ვთავაზობთ ნებისმიერი შესაძლო ფორმატის დისკუსიას

საქართველოს პირველი არხი “ნამახვანჰესის” მშენებლობასთან დაკავშირებულ მიმდინარე პროცესებზე განცხადებას ავრცელებს. რომელსაც “აიპრესი”უცვლელად გთავაზობთ.

“ნამახვანჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტი 172-ე დღეა, მიმდინარეობს. ამ დროის განმავლობაში საქართველოს პირველი არხი მუდმივად აშუქებს განვითარებულ მოვლენებს და ხსენებული საკითხის განხილვას არაერთი ეთერი დაეთმო.

ამ ეტაპზე მივიჩნევთ, რომ საზოგადოების მაღალი ინტერესიდან და საჯარო დისკუსიის აუცილებლობიდან გამომდინარე, მხარეებს შევთავაზოთ ღია პლატფორმა „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად.

საქართველოს პირველი არხი, როგორც კონსტრუქციული და მიუკერძოებელი მედია, პროცესის მონაწილეებს დისკუსიისთვის ნებისმიერ შესაძლო მედია ფორმატს სთავაზობს. აღნიშნული შეთავაზება მიზნად ისახავს, ერთი მხრივ, შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის პოვნის ხელშეწყობას, მეორე მხრივ კი, საზოგადოების ამომწურავად ინფორმირებას.

ამასთან ერთად, მხარეთა თანხმობით, მზად ვართ, უზრუნველვყოთ მხარეებს შორის ნებისმიერი შეხვედრისა, თუ კომუნიკაციის სრული გაშუქება. სადისკუსიო ფორმატის განსახილველად, მზად ვართ მხარეებთან კომუნიკაციისთვის.” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...