საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მეინ რაუნდშია

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა, ევროპის 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრა, შვეიცარიის წინააღმდეგ გამართა და ანგარიშით – 6:3 დაამარცხა.

ანგარიში მალევე გაიხსნა. თოდუამ შვეიცარიელთა კარი ეფექტური კომბინაციის შემდეგ აიღო. მეორე გოლი საჯარიმოს მოჰყვა, სებისკვერაძემ კი მორიგი ბურთი მიითვალა. რამდენიმე წუთში, ისევ სებისკვერაძემ შორიდან, ძლიერი დარტყმით საკუთარი გუნდის უპირატესობა სამამდე გაზარდა.

მეორე ტაიმი ავთანდილ ასათიანის შეგირდებმა ცუდად დაიწყეს და ერთ წუთში, ორი ბურთი მიიღეს კარში. ქართველმა ფეხბურთელებმა მალევე შეძლეს მობილიზება. ჭანუყვაძემ და თოფურიამ ჩამორჩენა ისევ სოლიდური გახადეს.

ეროვნულმა გუნდმა ვერ შეძლო სამ-ბურთიანი უპირატესობის შენარჩუნება და ბავშვური შეცდომის შედეგად კვლავ აღადგინეს ორ ბურთიანი უპირატესობა.

მოწინააღმდეგე ვა ბანკზე წავიდა. კარიდან მეკარე გამოიყვანა, რითაც, ამ შესარჩევში უკვე მეორედ, საქართველოს ნაკრების კარის კიპერმა, ზვიად კუპატაძემ ისარგებლა და ისევ საკუთარი კარიდან გაიტანა გოლი – 6:3. ამის შემდეგ შეხვედრაში ანგარიში აღარ შეცვლილა.

საქართველოს ნაკრებმა შესარჩევი ეტაპი 9 ქულით დაასრულა და მეინ რაუნდის საგზური მოიპოვა, სადაც ასათიანის გუნდის მეტოქეები იტალიის, ჰოლანდიისა და ბელარუსის ნაკრები გუნდები იქნებიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...