საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში მაია გუბელაძის წიგნის “გზა დიდებისაკენ” პრეზენტაცია გაიმართა

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელხევის სახელოვნებო სკოლისა და ბაღდათის სალოტბარო სკოლის მოწავლეები ესტუმრნენ.

მაია გუბელაძე სოფელ წითელხევის სახელოვნებო სკოლის დირექტორია. მისი ავტორობით დაიბეჭდა წიგნი, რომელიც ქართველ კომპოზიტორსა და საზოგადო მოღვაწეს, დამოუკიდებელი საქართველოს ჰიმნის – ,,დიდების“ – ტექსტისა და მუსიკის ავტორს კოტე ფოცხვერაშვილს ეძღვნება.

კოტე ფოცხვერაშვილის ცხოვრება-შემოქმედებისა და წითელხევის სახელოვნებო სკოლის შესახებ ისაუბრებრა წიგნის ავტორი მაია გუბელაძემ, ფოცხვერაშვილთა დიდი გვარის წარმომადგენლებმა და მოწვეული სტუმრებმა (ცისანა ქოჩეჩაშვილი, გოგი ჩლაიძე, ცირა ბერიძე, თინა გაბრიჩიძე, ბაღდათის მუნიციპალიტეტის წარმომადგნლები).

ღონისძიების მსვლელობისას მოეწყო იმერული ეზო, შესრულდა ქართული-ხალხური სიმღერები და საფორტეპიანო ნაწარმოებები და გამოიფინა წითელხევის სახელოვნებო სკოლის ნამუშევრები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად