საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ყაზახ მუსიკოსებს უმასპინძლებს

31 მაისს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ფოლკლორის ბაღში გაიმართება კარინა სარსენოვასა და საპროდიუსერო ცენტრის – KS production-ის – არტისტთა მუსიკალურ-პოეტური საღამო.

კონცერტი ლექცია-დიალოგის ფორმატში წარიმართება, სადაც კარინა სარსენოვა ისაუბრებს  ყაზახური ხელოვნების (პოეზია-მუსიკა) შესახებ.

კარინა სარსენოვა   მწერალი, პოეტი, 38 პოეტური კრებულის ავტორი (რუსულ,ნბფრანგულ და ჩინურ ენებზე), ფსიქოლოგიური პორტრეტების ოსტატი, რუსეთისა და ყაზახეთის მწერალთა კავშირის წევრი. ახალი ლიტერატურული ჟანრის, საპროდიუსერო ცენტრის – KS production-ის, მიუზიკლის თეატრის – Triumff და ხელოვნების სკოლის დამაარსებელი; ტელეარხ ჰიტ TV-ის საავტორო პროგრამის – რჩეული – ტელეწამყვანი; მეცნიერთა და ხელოვანთა მეცენატ , საერთაშორისოევრაზიული პრემიის ჟიურის თავმჯდომარეა.

საღამოში მონაწილეობენ ყაზახეთის ესტრადის ვარსკვლავები: ეთნოჯგუფი Tengri – ერლან საბიტოვისა (კობზა) და მომღერალი ასემ კოპბაევა; მირაზ კინიაროვი – ჯამბულის სახელობის სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტი,
მომღერალი; მერუერტ მუსრალი – მომღერალი, ჟურგენევის სახელობის ხელოვნები აკადემიის პედაგოგი;
თემურ იმანჯანოვი – ყაზახეთის Voice-ის და X ფაქტორის ფინალისტი.კონცერტი 14:30 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად