საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლები სამსახურის თანამშრომლები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ

საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული საყოველთაო ვაქცინაციის ეროვნული გეგმის ფარგლებში, ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში ,,სინოფარმითა“ და ,,სინოვაკით“ პირველადი ვაქცინაცია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს ჩაუტარდათ.

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, COVID-19-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაცია უმნიშვნელოვანესი პროცესია, როგორც მოქალაქეთა ჯანმრთელობის უზრუნველყოფის მიზნით, ასევე ეკონომიკის სწრაფი აღდგენისა და ცხოვრების ნორმალურ რეჟიმში დაბრუნებისთვის.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ მადლობა გადაუხადა თითოეულ თანამშრომელს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენისთვის.
„იმუნიზაცია აქტიურად უნდა გაგრძელდეს, რაც ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს განაპირობებს, როგორც სამუშაო ადგილებზე, ასევე მთლიანად ქვეყანაში. ამასთან, ვაქცინა მოგვცემს საშუალებას კვლავ შეზღუდვების გარეშე ვიცხოვროთ და შევასრულოთ ჩვენი სამსახურებრივი მოვალეობა“, – აღნიშნა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ.
საყოველთაო ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და ის ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 485 პირს (სურვილის მიხედვით თანამშრომელთა ოჯახის წევრებს) ჩაუტარდა.
აღსანიშნავია, რომ პირველადი ვაქცინაცია ასევე ჩაუტარდათ ფინანსთა სამინისტროს სისტემის – ცენტრალური აპარატის, საგამოძიებო სამსახურის, სახაზინო სამსახურის, სსიპ საფინანსო – ანალიტიკური სამსახურის, სსიპ ფინანსთა სამინისტროს აკადემიის თანამშრომლებსა და მათი ოჯახის წევრებს.
აღნიშნული პროცესი დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან კოორდინაციით მიმდინარეობს და რეგიონებშიც გაგრძელდება.

კომენტარები
იტვირთება...