საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა დანიის ნაკრებთან ფრედ ითამაშა

“დინამო არენაზე” დღეს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მატჩში დანიის ნაკრებს უმასპინძლა


პირველ შეხვედრაში სტუმრად გაშვებული 5 გოლის შემდეგ ქართველმა ფეხბურთელებმა ამჯერად მშრალად შეინახეს საკუთარი კარი, თუმცა თავადაც ვერ მოახერხეს დანიელთა კარის დალაშქვრა და შეხვედრა უგოლოდ დასრულდა – 0:0

საქართველოს ნაკრებს 5 შეხვედრიდან 4 ქულა აქვს 4 ქულით უსწრებს ბოლო, მეხუთე ადგილზე მყოფ გიბრალტარს, რომელმაც დღეს შვეიცარიაში განიცადა მარცხი – 0:4

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...