საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბაქოში აზერბაიჯანის ნაკრებს 3:0 მოუგო(ვიდეო)

დღეს ბაქოში ფეხბურთში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრაში საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები აზერბაიჯანის ნაკრებს სტუმრობდა.

შეხვედრის დასაწყისი ქართველი ფეხბურთელების დიდი უპირატესობით წარიმართა, თუმცა მათ გოლის გატანა ვერ შეძლეს, შემდეგ კი მასპინძლებმა თამაში გაათანაბრეს და ტაიმი უგოლო ფრედ დასასრულისკენ მიდიოდა, როდესაც მარჯვენა ფრთიდან ჩამოწოდებული კუთხურის შემდეგ არველაძემ გოლი გაიტანა.

მეორე ტაიმის დაწყებიდან რამდენიმე წუთი იყო გასული, როდესაც მასპინძელთა კაპიტანმა უხეშობის გამო მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და აზერბაიჯანის ნაკრებმა ათი კაცით გააგრძელა თამაში.

ამის შემდეგ საქართველოს ნაკრები სრულად აკონტროლებდა თამაშს და მას მოგება არ გაჭირვებია. 73-ე წუთზე ირაკლი ბუღიძემე ანგარიში 2:0 გახადა, ხოლო 84-ე წუთზე გიორგი არაბიძემ დაფიქსირა საბოლოო ანგარიში – 3:0.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებს ორი შეხვედრის შემდეგ ქულათა მაქსიმუმი აქვს და ლიდერობს. ჯგუფში საქართველოსთან, აზერბაიჯანთან და ლიხტენშტაინთან ერთად, რომელსაც საქართველოს ნაკრებმა გორში 4:0 სძლია, არიან საფრანგეთი, შვეიცარია, სლოვაკეთი. სწორედ ამ სამ უკანასკნელ გუნდთან აქვს გასვლაზე შემდეგი შეხვედრები საქართველოს..

საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა ასეთუი შემადგენლობით ჩაატარა:
გუგეშაშვილი, მალი (86′ სპანდერაშვილი), ბერიაშვილი, ლოჩოშვილი, კობოური, არაბიძე, კუცია, ნინუა (70′ კოხრეიძე), სილაგაძე, ქავთარაძე (70′ ბუღრიძე), არველაძე (78′ კიტეიშვილი).

მწვრთნელი გია ცეცაძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად