საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა არაბთა გაერთიანებული საამიროების ნაკრები მეორედ დაამარცხა

დღეს, “დავით პეტრიაშვილი არენაზე”, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები არაბთა გაერთიანებული საამიროების ნაკრებს მეორედ შეხვდა.

14 ივნისს დიდი ანგარიშით 5:1 გამარჯვების შემდეგ, დღეს საქართველოს ნაკრებმა მცირე უპირატესობით, 2:1 სძლია მეტოქეს.

პირველ ტაიმი უშედეგოდ დასრულდა. მეორე ტაიმის 64-ე წუთზე ანგარიში ლელა ჭიჭინაძემ გახსნა. მანვე 4 წუთის შემდეგ მეორედ აიღო სტუმრების კარი, 78-ე წუთზე კი სტუმრებმა მოახერხეს გოლის გატანა და შეხვედრა 2:1 საქართველოს სასარგებლოდ დასრულდა.

საქართველოს ნაკრების შემადგებლობა ასეთი იყო: თათია გაბუნია, გვანცა ქადაგიშვილი, ნინო პასიკაშვილი, მარიამ კალანდაძე, თეონა ბაქრაძე (55′ ანასტასია ბოლქვაძე), ლელა ჭიჭინაძე, ხატია ჭყონია, მარიამ დანელია (82′ ანა კულდონაშვილი), ირინა ხაბურზანია (46′ ეპიტაშვილი), ნინო სუთიძე, ელენე რაუხი

სათადარიგოები: თეონა სუხაშვილი, სალომი დიმოპულუ, ნათელა წოწერია, ანა პოღოსიანი, თამრიკო სალუქვაძე, ნინო ჩხარტიშვილი

მთავარი მწვრთნელი: ლევან ბაჯელიძე

მსაჯები: გიორგი ყრუაშვილი, ხათუნა მაისურაძე, ქეთევან გაიპარაშვილი, ალეკო აფციაური

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...