საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები სამხრეთ კორეასთან მსაჯების წყალობით გადაურჩა წაგებას (ვიდეო)

სტამბოლში საქართველოს და სამხრეთ კორეას ფეხბურთელთა ნაკრები გუნდების შეხვედრა გაიმართა.

პირველი ტაიმის მიწურულს ჯანო ანანიძემ ვაკო ყაზაიშვილის გადაცემა გამოიყენა და მეკარიგან მარცხენა კუთხეში ზუსტი დარტყმით დააწინაურა საქართველოს ნაკრები – 1:0.

მეორე ტაიმის დასაწყისშივე კორეელებმა წონასწორობა აღადგინეს: “ტოტენჰემელი” ხინ მინ სონის გადაცემიდან “ბორდოელმა” უო-ძო ჰვანგმა გაათანაბრა ანგარიში – 1:1.

85-ე წუთზე მანვე, კონტრშეტევის დროს, მე-2 გოლი გაიტანა – 1;2.

შეხვედრის 90-ე წუთზე გიორგი ქვილითაიამ ჯაბა კანკავას გადაცემის შემდეგ აღადგინა წონასწორობა და შეხვედრა ფრედ დასრულდა – 2:2

აღსანიშნავია, რომ გულშემატკივართა შორის ეჭვი მხოლოდ კორეელთა მიერ გატანილ გოლს არ გამოუწვია. სხვა სამ შემთხვევაში გოლის გატანის მომენტში მოთამაშის თამაშგარე მდგომარეობაში ყოფნა იშვიათი გამონაკლისის გარდა არავის მიუჩნევია საეჭვოდ.

საქართველოს ნაკრებმა მატჩი ასეთი შემადგენლობით ჩაატარა:
მაკარიძე, კაკაბაძე, კაშია, ტაბიძე, ხარაბაძე, აბურჯანია (57′ გვილია), კიტეიშვილი (71′ დაუშვილი), დავითაშვილი (73′ ლობჟანიძე), ანანიძე (57′ პაპუნაშვილი), ოქრიაშვილი (57′ ქვილითაია), აზაიშვილი (80′ კანკავა)

თადარიგში იყვნენ:
ლორია, კუპატაძე, გრიგალავა, ჭანტურიშვილი, ჯიღაური, კვარაცხელია

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...