საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები გუნდის მეტოქეები ცნობილია

დღეს ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში ფეხბურთში ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა გაიმართა.

კენჭისყრით გუნდები 10 ჯგუფში გადანაწილდნენ. საქართველოს D ჯგუფში შვეიცარიასთან, დანიასთან, ირლანდიასთან და გიბრალტართან ბრძოლაში შეეცდება ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპის საგზურის მოპოვებას. ფინალურ ეტაპზე თითოეული ჯგუფიდან ორ-ორი საუკეთესო გუნდი იასპარეზებს.

შესარჩევი ეტაპი 2019 წლის 21 მარტს დაიწყება და იმავე წლის 19 ნოემბერს დასრულდება. საკვალიფიკაციო ეტაპიდან გასულ 20 გუნდს ერთა ლიგიდან 4 დაემატება და ფინალურ ეტაპზე 24 გუნდი ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი-ოფშია გასული და იმ შემთხვევაში, თუ საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველ ან მეორე ადგილზე ვერ გავა, ექნება კიდევერთი შანსი ფინალში მოხვედრის. ამისთვის მან პლეი-ოფში უნდა მოიპოვოს გამარჯვება.

საქართველოს ნაკრების და მისი მომავალ მეტოქეების ურთიერთშეხვედრების შედეგები ასეთია:

2002 შვეიცარია 4:1 საქართველო, ევრო-2004, შესარჩევი
2003 საქართველო 0:0 შვეიცარია, ევრო-2004, შესარჩევი

2004 საქართველო 2:2 დანია, ფიფა-2006, შესარჩევი
2005 დანია 6:1 საქართველო, ფიფა-2008, შესარჩევი
2013 დანია 2:1 საქართველო, ამხანაგური

2003 საქართველო 1:2 ირლანდია, ევრო-2004, შესარჩევი
2003 ირლანდია 2:0 საქართველო, ევრო-2004, შესარჩევი
2008 საქართველო 1:2 ირლანდია, ფიფა-2010, შესარჩევი
2009 ირლანდია 2:1 საქართველო, ფიფა-2010, შესარჩევი
2013 ირლანდია 4:0 საქართველო, ამხანაგური
2014 საქართველო 1:2 ირლანდია, ევრო-2016, შესარჩევი
2015 ირლანდია 1:0 საქართველო, ევრო-2016, შესარჩევი
2016 ირლანდია 1:0 საქართველო, ფიფა-2018, შესარჩევი
2017 საქართველო 1:1 ირლანდია, ფიფა-2018, შესარჩევი

2014 გიბრალტარი 0:3 საქართველო, ევრო-2016, შესარჩევი
2015 საქართველო 4:0 გიბრალტარი, ევრო-2016, შესარჩევი

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები

საქართველოს მოქალაქის პასპორტით მსოფლიოს 115 ქვეყანაში უვიზოდ შეიძლება მოგზაურობა

პასპორტების ინდექსის განახლებული მონაცემების მიხედვით საქართველოს პასპორტი მის მფლობელს მსოფლიოს 115 ქვეყანაში…

მსაჯების საეჭვო გადაწყვეტილებით გურამ თუშიშვილს 10 მილიონი ტენგესთვის ჭიდაობის შანსი…

ყაზახეთის სამხრეთ დედაქალაქ ალმათიში ყაზახურ ჭიდაობა კურესიში რიგით მესამე მსოფლიო ჩემპიონატი 'ალემ ბარისი"…

ჩიქოვანი: საქართველოს აქვს ამბიცია, გახდეს ლიდერი რეგიონში განახლებადი ენერგიის…

საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორმა გიორგი ჩიქოვანმა "აღმოსავლეთ პარტნიორობის ბიზნეს ფორუმი…

საქართველოში მზის 2 ელექტროსადგურის მშენებლობა განიხილება

Georgia Capital-ის შვილობილი კომპანია აღმოსავლეთ საქართველოში მზის 2 ელექტროსადგურის მშენებლობას განიხილავს.

ვერშბოუ არჩევნების შედეგებზე: აუცილებელია სრულყოფილი გამოძიება და ეუთო-სთან…

ნატო-ს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუ მიიჩნევს, რომ საქართველომ საპრეზიდენტო არჩევნებზე…

იანვარ-ოქტომბერში, ბელარუსიდან საქართველოში მოგზაურთა რიცხვი 45.2%-ითაა გაზრდილი

წელს იანვარ-ოქტომბრის პერიოდში ბელარუსიდან საქართველოში მოგზაურთა რიცხვი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით…

სახელმწიფო დეპარტამენტი: მხარს ვუჭერთ დეკლარაციას, რომელიც ნატო-ში საქართველოს…

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს მიმართ…

შსს-ს სპეცოპერაციის დროს დაკავებულ უკრაინის 6 და საქართველოს 1 მოქალაქეს აღკვეთის…

ამის შეახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

71:69 – საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ისრაელს მოუგო

დღეს საქართველოს საკალათბურთო ნაკრები 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩი ისრაელის ნაკრებს მასპინძლობდა.

ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის D ჯგუფის კალენდარი

გუშინ, დუბლინში გამართული წილისყრის შედეგად გაირკვა, რომ საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის…
კომენტარები
იტვირთება...