საქართველოს ფეხბურთელთა ახალგაზრდული ნაკრები პირველი ტაიმის შემდეგ ფრანგებთან 1 : 0 მარცხდება

2021 წლის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე შეხვედრაში საქართველოს ნაკრები საფრანგეთს ეთამაშება. შეხვედრა ქალაქ ნანსში მიმდინარეობს და პირველი ტაიმის შემდეგ ფრანგი ფეხბურთელები 1 :0 ს იგებენ.

შეხვედრის მე-15 წუთზე საქართველოს ნაკრების კარში გოლი ადელაიდემ გაიტანა.

ჯგუფში საფრანგეთის გარდა ჩვენი ნაკრების მოწინააღმდეგეები შვეიცარიის, სლოვენიის, ლიხტენშტეინის და აზერბაიჯანის ნაკრებები არიან.

სამი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები ჯგუფში მესამე ადგილზეა. სამი ქულა აქვს საფრანგეთის ნაკრებსაც, რომელსაც 2 თამაში აქვს ჩატარებული. ლიდერი შვეიცარიის ნაკრებია, რომელსაც 3-დან 3 თამაში აქვს მოგებული.

შვეიცარიის ნაკრებს ჩვენი ფეხბურთელები ერთი თვის წინ ეთამაშნენ და ბოლო წუთებზე გაშვებული გოლით დამარცხდნენ. იმ შეხვედრაში ქართველთანგან ჩვენი გუნდის კაპიტანმა გიორგი არაბიძემ ულამაზესი გოლი საჯარიმო დარტყმით გაიტანა. სამწუხაროდ, არაბიძე დღეს ტრავმის გამო ნაკრებს ვერ ეხმარება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად