საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ისტორიაში პირველად უელსთან დამარცხდა

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეცხრე შეხვედრა უელსის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართა და მინიმაური სხვაობით – 0:1 დამარცხდა.

 შეხვედრის ერთადერთი გოლი 49-ე წუთზე შორეული დარტყმით ტომ ლოურენსმა გაიტანა.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო, მეათე შეხვედრას ჩვენი გუნდი სტუმრად სერბეთის წინააღმდეგ გამართავს. საქართველოს ეროვნული ნაკრები ბელგრადში 8 ოქტომბერს ჩარტერული რეისით გაემგზავრება. სერბეთისა და საქართველოს მატჩი 9 ოქტომბერს ბელგრადში ჩატარდება.

ჩვენს ჯგუფში კიდევ ორი შეხვედრა გაიმართა: ავსტრია – სერბეთი 3:2, ირლანდია – მოლდოვა 2:0.

საქართველო – უელსი 0:1

თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენა“

საქართველო: ლორია, კაშია, კვერკველია, კანკავა, ყაზაიშვილი, კვეკვესკირი (76’ ჯიღაური), ქვილითაია (76’ სხირტლაძე), გვილია (89’ ხოჭოლავა), მერებაშვილი, კაკაბაძე, ნავალოვსკი

სათადარიგო შემადგენლობა: მაკარიძე, კვასხვაძე, ლობჟანიძე, კიტეიშვილი, დვალიშვილი, ჭანტურია, დვალი, ჰუფნაგელი, აბურჯანია

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

უელსი: ჰენესი, განტერი, ჩესტერი, ე. უილიამსი, ალენი, კინგი, რემსი, ლედლი (82’ ედვარდსი), ლოურენსი (90+1’ ვუდბარნი), ვოუქსი (74’ რობნსონ-კანუ)

სათადარიგო შემადგენლობა: ვარდი, მაქსველი, ბრედშოუ, ბრუქსი, ამპადუ, ლოქიერი, ჯ. უილიამსი, ჰეჯისი

მთავარი მწვრთნელი: კრის კოულმენი

მსაჯები: ხესუს ჟილ მანსანო (ესპანეთი), ანხელ ნევადო როდრიგესი (ესპანეთი), ხუან იუსტე (ესპანეთი), კარლოს დელ სერო (ესპანეთი)

გაფრთხილება: 55’ ლოურენსი

გოლი: 0:1 ლოურენსი (49)

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...